მომსახურება

ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • ფინანსური და საგადასახადო აუდიტი
  • სრული საბუღალტრო მომსახურება
  • საგადასახადო და ბიზნეს-სამართლებრივი კონსულტაცია
  • თავისუფალი ინდუსტრიული ზონის კომპანიების ფინანსური და საგადასახადო მართვის მომსახურება და კონსალტინგი.

ფინანსური და საგადასახადო აუდიტი

ფინანსური და საგადასახადო აუდიტი შესაძლებელია განხორციელდეს წლიურად, კვარტალურად ან ყოველთვიუტად. პერიოდული აუდიტი საშუალებას აძლევს კომპანიებს დროულად აღმოაჩინონ ხარვეზები სააღრიცხვო სისტემაში და თავიდან აიცილონ და ეფექტურად მართონ რისკები.

ფინანსური აუდიტი

  • სამეურნეო ოპერაციებისა და საბუღალტრო ჩანაწერების, ასევე მათი ამსახველი პირველადი დოკუმენტების შემოწმება აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში.
  • წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემოწმება ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში
  • წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საბუღალტრო ჩანაწერებთან შესაბამისობაში.

აუდიტის დასრულების შემდეგ დამკვეთს გადაეცემა საერთასორისო სტანდარტებით განსაზღვრული ფორმის აუდიტორული დასკვნა და წერილი მენეჯმენტს.

საგადასახადო აუდიტი

  • სამეურნეო ოპერაციების ამსახველი პირველადი დოკუმენტების შემოწმება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან
  • სამეურნეო ოპერაციებისა და საბუღალტრო ჩანაწერების შემოწმება აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში.
  • სამეურნეო ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შემოწმებას საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
  • წარდგენილი საგადასახადო ანგარიშგების დეკლარაციების და სხვა ინფორმაციის შემოწმება საგადასახადო მოთხოვნებსა და სამეურნეო ოპერაციებთან acne vulgaris შესაბამისობაში.

აუდიტის დასრულების შემდეგ დამკვეთს გადაეცემა დასკვნა, რომელშიც მოყვანილია შემოწმების შედეგად გამოვნელინი ხარვეზები, მათი ფინანსური შედეგები და მათი შესაძლო გასწორებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

ასევე კომპანიას შეუძლია აირჩიოს კომპლექსური აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური და საგადასახადო აუდიტის სრულ პროცედურებს და წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას დამკვეთს წარედგინოს კომპანიის საფინანსო/საგადასახადო მდგომარეობისა და რისკების შესახებ სარწმუნო ინფორმაცია.

სრული საბუღალტრო მომსახურება

  • საბუღალტრო აღრიცხვის დისტანციური წარმოება (ქართულად, ინგლისურად, რუსულად). პირველადი დოკუმენტების შემოწმება სისრულეზე, საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. პირველადი დოკუმენტების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა. საგადასახადო დეკლარაციებისა და ფორმების მომზადება და წარდგენა.
  • საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება ადგილზე (ქართულად, ინგლისურად, რუსულად). პირველადი დოკუმენტების შემოწმება სისრულეზე, საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. პირველადი დოკუმენტების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში. საგადასახადო დეკლარაციებისა და ფორმების მომზადება და წარდგენა.
  • ურთიერთობა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან დამკვეთის საბუღალტრო და საგადასახადო საკიტხებთან დაკავშირებით
  • ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა. გასული პერიოდის ფინანსური ანგარიშგების აღდგენა.
  • ბუღალტრული აღრიცხვის სტრუქტურის შექმნა
  • საბუღალტრო პროგრამების დანერგვა
  • აღრიცხვის საერთაშორისო სატანდარტების დანერგვა
  • სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია ბუღალტერიის წარმოებისათვის საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩვენი საბუღალტრო მომსახურება საშუალებას აძლევს დამკვეთს კონცენტრირება მოახდინოს მხოლოდ კომპანიის ძირიტად საქმიანობაზე და არ დახარჯოს დრო საბუღალტრო-საგადასახადო პრობლემების გადაწყვეტასა და მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე. ასევე მინიმუმამდე დაიყვანოს საგადასახადო რისკები.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის კომპანიების ფინანსური და საგადასახადო მართვის მომსახურება და კონსალტინგი.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების კომპანიებტან დაკავშირებული საკანონმდებლო (საგადასახადო, საბაჟო, აღრიცხვიანობის) თავისებურებებიდან გამომდინარე კომპანიებს ვთავაზობთ სრულ მომსახურებას, რაც მოიცავს:

  • საბაჟო/სასაქონლო ოპერაციების წარმოების მომსახურება და კონსალტინგი (მათ შორის სასაქონლო ოპერაციის განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება)
  • სასაქონლო ოპერაციების საბაჟო ჟურნალების წარმოება
  • საგადასახადო დეკლარაციებისა და ფორმების მომზადება და წარდგენა
  • საბუღალტრო აღრიცხვის დისტანციური და ადგილზე წარმოება (ქართულად, ინგლისურად, რუსულად). პირველადი დოკუმენტების შემოწმება სისრულეზე, საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. პირველადი დოკუმენტების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა.
  • ყოვეთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და შესაბამისი ფორმების მიწოდება როგორც დამკვეტზე ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორზე (შიდა რეგულაციით მოთხვონის შემთხვევაში)
  • ურთიერთობა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან დამკვეთის საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით
  • სამეწარმეო რეესტში ცვლილებებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
  • შრომითი და სხვა ხელშეკრულებების მომზადება
  • სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია ბუღალტერიის და სასაქონლო ოპერაციების წარმოებისათვის საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საგადასახადო და ბიზნეს-სამართლებრივი კონსულტაცია

ჩვენი მომსახურება მოიცავს კონსულტაციას კლიენტის საგადასახადო და იურიდიულ საკიტხებთან დაკავშირებით:

  • კონსულტაციები საგადასახადო და სამეწარმეო სამართლებრივ საკითხებზე
  • სტანდარტული ხელშეკრულებების მომზადება
  • გადასახადების ოპტიმიზაცია
  • კლიენტის მიზნებზე მორგებული საგადასახადო და სამართლებრივი გადაწყვეტილებების შემუსავება
  • კომპანიის ბიუჯეტის მომზადება და პერიოდული შედარება ფაქტიურ მონაცემებთან.